Skip links
# კვალიფიკაციის ამაღლება არაფორმალური განათლების გზით
ტრენინგები & მასტერკლასები

დასაქმებულ პირთა პროფესიული უნარების ზრდა და კვალიფიკაციის ამაღლება მათი სამუშაოზე მდგრადობის უზრუნველსაყოფად.

კვალიფიკაციის ამაღლება არაფორმალური განათლების გზით

დასაქმებულ პირთა პროფესიული უნარების ზრდა და კვალიფიკაციის ამაღლება მათი სამუშაოზე მდგრადობის უზრუნველსაყოფად.

პროგრამის შესახებ

რეგიონალურ შრომის ბაზარზე არსებული გამოწვევების დაძლევისა და დასაქმებულ პირთა სამუშაოზე მდგრადობის უზრუნველსაყოფად, საბაზრო მოთხოვნებისა და საჭიროებების შესაბამისად, მოკლევადიანი სწავლების ორგანიზება. სწავლება ხორციელდება ტრენინგის/მასტერკლასის სახით, რომელიც შემუშავებულია პროგრამაში ჩართული კომპანიების საჭიროებების გათვალისწინებით.

პროგრამის უპირატესობები

ინტერაქტიული ტრენინგი

კონკრეტული თემის ძირითადი საკითხების გაცნობით სამუშაოს მაღალხარისხოვნად შესრულებისათვის საჭირო უნარების განვითარება

დისკუსია

საკითხის შესახებ ცოდნის, შეხედულებებისა და იდეების ურთიერთგაცვლით თემის სიღრმისეული და დეტალური განხოილვა

სიმულაციური ვარჯიში

აღჭურვილობის ან რეალური ცხოვრების განმასახირებელი სიტუაციების გამოყენებით მიღებული ცოდნის პრაქტიკაში ეფექტურად გამოყენება

ვორქშოპი

პრაქტიკული სწავლების გზით მიღებული ცოდნის რეალიზება და შესაძლებლობა

კონკურენტუნარიანობა

გახდებით კონკურენტუნარიანი შრომის ბაზარზე და გექნებათ დასაქმების ახალი შესაძლებლობები

ტრენინგები

მოიცავს - თეორიულ ნაწილს, რომელიც აგებულია ფართოდ აღიარებულ მეთოდოლოგიაზე დაყრდნობით და პრაქტიკულ ნაწილს, რომლიც ქართული და საერთაშორისო პრაქტიკული მაგალითებით არის გაჯერებული

ხანგრძლივობა

* პროგრამის დასრულებისას, ყველა მსმენელი მიიღებს ორენოვან სერტიფიკატს

მასტერკლასები

ხანგრძლივობა

ჩართვის პროცედურები

პროგრამაში ჩართვისთვის აუცილებელია კომპანია ოპერირებდეს აჭარის ტერიტორიაზე; შერჩევის პროცესში მონაწილეობას იღებს ის ორგანიზაცია, რომელიც სრულყოფილად შეასრულებს პროგრამაში ჩართვისათვის აუცილებელ პირობებს და უზრუნველყოს მასთან დასაქმებული, ტრენინგზე დასწრების მსურველი  პირის ან/და პირთა მონაწილეობას  ინტერვიუს პროცესში.

ქვეპროგრამის საბოლოო მოსარგებლეთა შერჩევა და ჯგუფების დაკომპლექტება განხორციელდება ქვეპროგრამაში ჩართვის მსურველი ორგანიზაციების მიერ მოწოდებული თანამშრომელთა სიის ანალიზის, სავარაუდო მოსარგებლეთა ინტერვიურების შედეგებისა და ორგანიზაციის მონაცემების (ორგანიზაციაში დასაქმებულთა რაოდენობა, ქვეპროგრამაში ჩართვის მსურველ ორგანიზაციათა რაოდენობა) საფუძველზე.

თემატიკა

დეტალური ინფორმაცია ტრენინგი/მასტერკლასის შინაარსის შესახებ დაემატება რეგიონში ოპერარირებადი კომპანიების გამოკითხვის დასრულების შემდგომ

ხშირად დასმული კითხვები

პროგრამაში ჩართვის მსურველი კომპანიები უნდა იყვნენ დარეგისტრირებული ან დარეგისტრირდნენ სააგენტოს მიერ ადმინისტრირებად შრომის ბაზრის მართვის ელექტრონულ სისტემაში. რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია სააგენტოს მუნიციპალურ განყოფილებებში შემდეგ მისამართებზე :

  • ბათუმი | ივანე ჯავახიშვილის ქუჩა №70/72
  • ქობულეთი | დავით აღმაშენებელის ქუჩა №141
  • ხელვაჩაური | დიდაჭარის ქუჩა №23
  • ქედა | მერაბ კოსტავას ქუჩა №3
  • შუახევი | თამარ მეფის ქუჩა №30.
  • ხულო | თამარ მეფის ქუჩა №12

 

ან დაგვიკავშირდით ტელ.: (+995 422) 24 78 84

ტრენინგები ჩატარდება ოქტომბრიდან ნოემბრის ჩათვლით ქალაქ ბათუმში

*შენიშვნა: ტრენინგების თარიღი დაზუსტდება განაცხადების საფუძველზე ტრენინგების თემატური ჯგუფების დაკომპლექტების შემდგომ. დაზუსტებული თარიღის შესახებ მონაწილეებს ეცნობებათ ტრენინგების დაწყებამდე მინიმუმ 3 დღით ადრე, განაცხადის ფორმაში მითითებული ელექტრონული ფოსტის ან ტელეფონის საშუალებით.

  • ტრენინგ-კურსის ხანგრძლივობა მინიმუმ 16 საათი (4 დღე)
  • მასტერკლასის ხანგრძლივობა 5 საათი

პარტნიორი

ჩვენი ხელშეწყობით

2.6x

Avarage growth

88.6%

Customer satisfaction

302M

Daily data input

287+

Hub it Employees