Skip links

მეღვინეობა

გიორგი დარციმელია

გიორგი დარციმელია არის ლონდონის უნივერსიტეტის კორპორატიული სამართლის მაგისტრი, ბიოლოგი, მიკრობიოლოგი და ტოქსიკოლოგი. იგი გახლავთ ღვინისა და ალკოჰოლის საგანმანათლებლო ფონდის სერტიფიცირებული მწვრთნელი. 2014 წლიდან დღემდე არის საქართველოს სომელიეთა ასოციაციის აკრედიტებული მწვრთნელი, სადაც წარმართავს ღვინისა და ალკოჰოლის საგანმანათლებლო ფონდის კურსებს, ადგენს სომელიეთა სასწავლო კურსებს, მონაწილეობას იღებს შეფასებასა და ანალიტიკაში. გიორგი ასევე არის „ქუინ თამადას“ მმართველი პარტნიორი, სადაც ატარებს საკონსულტაციო სერვისებს თემებზე: ღვინის ტურიზმი, ღვინო და ალკოჰოლი. სხვადასხვა დროს იგი იყო საქართველოს გიდების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის პროგრამის თანამშრომელი, საქართველოს პარლამენტის სპიკერის მრჩეველი, ლონდონის საინფორმაციო ქსელის პროექტების დირექტორი, საქართველოში ბიზნესისა და პარლამენტის საერთაშორისო ასოციაციის გენერალური მდივნის მრჩეველი, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს საერთაშორისო განყოფილების უფროსი. გიორგი დარციმელიას აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს სტიპენდიით გავლილი აქვს სასწავლო პროგრამა-ღვინისა და ალკოჰოლის საერთაშორისო კურსი, იგი ფლობდა ჩივნინგის სტიპენდიას დიდ ბრიტანეთში. სხვადასხვა დროს გიორგი დარციმელიას გამოქყვენებული აქვს პუბლიკაციები, მათ შრის: მარნის მასპინძელი, პროფესიული კურსის სახელმძღვანელო იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონებისთვის, საქართველოს მდგრადი განვითარების პრობლემები, შავი ზღვისა და კასპიის რეგიონების ნავთობისა და გაზის ტრანსპორტირების გარემოსდაცვითი უსაფრთხოება, ორჰუსის კონვენციის პერსპექტივები საქართველოში, საზოგადოების მონაწილეობა გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების პროცესში, გიდის ეთიკა და უსაფრთხოება, ღვინისა და კერძის შეხამება და სხვ.

ტრენინგი მოიცავს შემდეგ მიმართულებებს:
კურსი მოიცავს არაერთ მნიშვნელოვან და აქტუალურ საკითხს მეღვინეობა-მევენახეობის მიმართლებით, მათ შორის: ღვინო და ვაზი, ვაზის ჯიშები, შერჩევა, განლაგება, ღვინოების მარკეტინგული ანალიზი, ქართული ვაზის ჯიშები, სტრეს ფაქტორების მართვის მეთოდები, ბიომეღვინეობა, ვადები და ნორმები, ყურძნის მიღება-დამუშავება, დუღილის წარმართვა, ღვინის დამუშავება, სტაბილიზაცია და ჩამოსხმა, ღვინის დაყენების შესაბამისი მეთოდების შერჩევა აგროკლიმატური პირობების გათვალისწინებით, ქვევრი, ღვინის დაყენება ქვევრში, მეღვინეობის მარკეტინგი, შეფუთვა და წარდგენა, ღვინის დაყენების არსებული პრაქტიკა და თანამედროვე მეთოდები, მარანი, მარნის მასპინძელი, ქართული საღვინე ჭურჭელი, აჭარის რეგიონისთვის დამახასიათებელი ღვინოები, ღვინო სტუმართმასპინძლობის სფეროში.

ტრენინგი განკუთვნილია დამწყები და მოქმედი მეღვინე-მევენახეებისთვის, რომლებსაც სურთ, ისწავლონ პრექტიკული უნარ-ჩვევები, რაც მათ საქმიანობას ბევრად ეფექტიანს გახდის. 

მსმენელებს ეცოდინებათ ვაზის ჯიშების შერჩევა, ვაზის მყნობის ძირითადი წესები, ვაზის დაცვის მეთოდები, მეღვინეობის მარკეტინგი, ღვინის დაყენების თანამედროვე პრაქტიკა და მეთოდები, ვაზი და ღვინო, სომელიეს უნარები: დაავადებები და ზადები, სერვირება, ჭურჭელი, ქვევრის სპეციფიკა, თანამედროვე მეთოდები და მიდგომები, ქართული სპეციფიკა.