Skip links

NLP ტექნიკები ადამიანური რესურსების მართვაში

ირინე ტაბუციძე

ირინე ტაბუციძემ 1977 წელს დაამთავრა დ. უზნაძის სახელობის ფსიქოლოგიის სასწავლო ინსტიტუტი, სფეციალობით ფსიქოლოგი და ფსიქოთერაპევტია. 2022 წლიდან დღემდე იგი გახლავთ ტრენინერი „ბისიეი ჯგუფში“, ასევე ასწავლის „საქართველოს ნლპ სკოლაში“. ირინე მოწვეული სპიკერი გახლავთ „აზროვნების აკადემიაში“. 2015 წლიდან არის კავკასიის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, სადაც მიჰყავს სალექციო კურსი შემდეგი მიმართულებებით: კომუნიკაციის ფსიქოლოგია, სოციალური ფსიქოლოგია, ეთნოფსიქოლოგია, განვითარების ფსიქოლოგია, ლიდერობის ფსიქოლოგია. 10 წელზე მეტი ხნის განმავლობაში იგი იკავებდა დირექტორის პოზიციას პრაქტიკული ფსიქოლოგიის ცენტრ „პიკში“, სადაც ფსიქოლოგიის მიმართულებით იყო ტრენერი და ქოუჩი. სხვადასხვა დროს იგი მუშობდა სატელევიზიო სტუდიებში, ტელეკომპანიებში, არასამათავრობო ორგანიზაციებში, სადაც განხორციელებული აქვს არაერთი პროექტი, მათ შორის: „არასრულწლოვანთა დანაშაულის ადმინისტრირების რეფორმა საქართველოში“, „სოციალურად დაუცველ ქალთა გაძლიერება“. იგი არის „საქართველოს გაერთოს ასოციაციის“ ნამდვილი წევრი. მონაწილეობდა პროგრამებში: Georgian Youth in the Changing World, New Generation for the Better World. ირინეს მონაწილეობა მიღებული აქვს არაერთ ტრენინგსა და კონფერენციაში, მათ შორის: ლონდონის ნლპ სკოლა, ნლპ მასტერის კურსი, საერთაშორისო უნივერსიტეტი Erickson Coaching International, მუშაობა კვებით აშლილობებთან, კოგნიტურ-ბიჰევიორალური თერაპია, ტურეტის და ჰიპერაქტიურობის სინდრომის დაძლევის გზები, რეკლამის ფსიქოლოგია და ნეირომარკეტინგი, ხელწერის ფსიქოლოგია, პიროვნებაზე ცენტრირებული თერაპია, გეშტალტთერაპია, ადამიანური რესურსების მართვის თანამედროვე მეთოდები, თანამედროვე სოციალური არტ-ტექნოლოგიები, გენდერული პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება, გენდერული მიდგომების დანერგვა, Education for Tolernace and Mutual Understanding.

ტრენინგი განკუთვნილია მოქმედი HR-ებისთვის, რათა მათ ისწავლონ პრექტიკული უნარ-ჩვევები, რაც მათ საქმიანობას ბევრად ეფექტიანს გახდის.

შინაარსი:
კომუნიკაცია ყველაფერია. წარმოიდგინეთ, რომ შესაძლებელია დროის მოკლე მონაკვეთში განსაზღვრო რომელ ადამიანს როგორ უნდა ესაუბრო; შეძლო მისი კეთილგანწყობის მოპოვება და საკუთარი თავის უკეთ წარმოჩენა; NLP-ტექნიკების დახმარებით შესაძლებელია ღრმა, რესურსების მოძიებისკენ მიმართული კითხვების დასმა, რაც მოსაუბრეს ეხმარება საკუთარი შესაძლებლობების უკეთ გარკვევაში. NLP-ის ამოსავალი მიდგომაა მოდელირების სწავლება: თუ შევძლებთ გავაანალიზოთ, როგორ აღწევს წარმატებას კონკრეტული ადამიანი, ჩვენც შევძლებთ მის გამეორებას. თუ გვეცოდინება „როგორ“ აზროვნებს ის და როგორ ხედავს დაკისრებულ მოვალეობას, შევძლებთ მის დახმარებას უკეთესი შედეგების მისაღწევად. ტრენინგი ფოკუსირდება შემდეგ თემებზე: მიზნებისა და მოლოდინების განსაზღვრა, მეტი შედეგის მისაღწევად გეგმების დასახვა, მოტივაციისა და მომავლის ხედვის შექმნა, კომუნიკაციის უნარების გაუმჯობესება.

კურსის მიზანია, დაემხაროს მსმენელებს, გაერკვნენ საკუთარ მიზნებსა და მოლოდინებში, იცოდნენ, პროფესიული განვითარების რა ეტაპზეა თანამშრომელი, რა უნდა გაკეთდეს მეტი შედეგის მისაღებად, ისინი შეძლებენ მოტივაციისა და მომავლის ხედვის შექმნას, უკეთესი კომუნიკაციური უნარების ჩამოყალიბებას.