Skip links

მომავლის ფორმირება NLP ტექნიკებით-როგორ დავსახოთ მიზნები

ირინე ტაბუციძე

ირინე ტაბუციძემ 1977 წელს დაამთავრა დ. უზნაძის სახელობის ფსიქოლოგიის სასწავლო ინსტიტუტი, სფეციალობით ფსიქოლოგი და ფსიქოთერაპევტია. 2022 წლიდან დღემდე იგი გახლავთ ტრენინერი „ბისიეი ჯგუფში“, ასევე ასწავლის „საქართველოს ნლპ სკოლაში“. ირინე მოწვეული სპიკერი გახლავთ „აზროვნების აკადემიაში“. 2015 წლიდან არის კავკასიის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, სადაც მიჰყავს სალექციო კურსი შემდეგი მიმართულებებით: კომუნიკაციის ფსიქოლოგია, სოციალური ფსიქოლოგია, ეთნოფსიქოლოგია, განვითარების ფსიქოლოგია, ლიდერობის ფსიქოლოგია. 10 წელზე მეტი ხნის განმავლობაში იგი იკავებდა დირექტორის პოზიციას პრაქტიკული ფსიქოლოგიის ცენტრ „პიკში“, სადაც ფსიქოლოგიის მიმართულებით იყო ტრენერი და ქოუჩი. სხვადასხვა დროს იგი მუშობდა სატელევიზიო სტუდიებში, ტელეკომპანიებში, არასამათავრობო ორგანიზაციებში, სადაც განხორციელებული აქვს არაერთი პროექტი, მათ შორის: „არასრულწლოვანთა დანაშაულის ადმინისტრირების რეფორმა საქართველოში“, „სოციალურად დაუცველ ქალთა გაძლიერება“. იგი არის „საქართველოს გაერთოს ასოციაციის“ ნამდვილი წევრი. მონაწილეობდა პროგრამებში: Georgian Youth in the Changing World, New Generation for the Better World. ირინეს მონაწილეობა მიღებული აქვს არაერთ ტრენინგსა და კონფერენციაში, მათ შორის: ლონდონის ნლპ სკოლა, ნლპ მასტერის კურსი, საერთაშორისო უნივერსიტეტი Erickson Coaching International, მუშაობა კვებით აშლილობებთან, კოგნიტურ-ბიჰევიორალური თერაპია, ტურეტის და ჰიპერაქტიურობის სინდრომის დაძლევის გზები, რეკლამის ფსიქოლოგია და ნეირომარკეტინგი, ხელწერის ფსიქოლოგია, პიროვნებაზე ცენტრირებული თერაპია, გეშტალტთერაპია, ადამიანური რესურსების მართვის თანამედროვე მეთოდები, თანამედროვე სოციალური არტ-ტექნოლოგიები, გენდერული პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება, გენდერული მიდგომების დანერგვა, Education for Tolernace and Mutual Understanding.

ტრენინგი მოიცავს შემდეგ მიმართულებებს:
მომავალში დაგეგმილი მიზანი - ეს არის შედეგი, რომელსაც უნდა მიაღწიო. თუმცა, ყოველთვის მკაფიოდაა თუ არა ფორმულირებული შედეგი? თქვენი პირადი მიზნები განსაზღვრავს თქვენი პრიორიტეტების მიმდინარეობას. როცა თქვენი პრიორიტეტები და მომავლის ხედვა თანხვედრაშია, ბევრად მეტის მიღწევა შეგიძლიათ, ვიდრე წარმოგიდგენიათ. ასეთი ადამიანები მეტს ასწრებენ ცხოვრებაში, ნაკლებად ექცევიან სტრესის ქვეშ, უფრო კარგად ახერხებენ ურთიერთობას სხვა ადამიანებთან, მეტი დრო აქვს საყვარელი საქმის საკეთებლად და ა.შ. თუ თქვენი მიზნები ბუნდოვანია, ვერ იგებთ, რა არის მნიშვნელოვანი პირადად თქვენთვის და სხვისი შეხედულებებით ხელმძღვანელობთ, გარემოებები მუდმივად გიბიძგებენ იქით, სადაც საკუთარი სურვილით არასდროს წახვიდოდით. „მომავლის ფორმირება“ გულისხმობს ყურადღების მიმართვას ყველაზე მნიშვნელოვან თემაზე. პარადოქსულია, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი საქმეები არ წარმოადგენს საჩქაროს. ტრენინგი ფოკუსირდება შემდეგ თემებზე: მისაღწევი შედეგების მკაფიო ფორმულირება; რეალური და არარეალური მიზნების გამიჯვნა; საკუთარი მომავლის ფორმირებაზე მუშაობა; სხვების დახმარება პრიორიტეტის განსაზღვრაში; საკუთარ თავში უკეთ გარკვევა

ტრენინგი განკუთვნილია იმ პირთათვის, რომლებიც მუშაობენ მენეჯმენტის მიმართულებით და მიზნების დასახვა და იმპლემენტაცია მათ ყოველდღიურ საქმიანობას წარმოადგენს, მათთვის, ვისაც დროის დეფიციტი აქვთ და ნაკლები სტრესით მეტის მოსწრების უნარების გამომუშავება სჭირდებათ.

კურსის მიზანია, მსმენელებს დაეხმაროს პრიორიტეტების განსაზღვრაში, დროის მართვაში და საკუთარი რესურსების ოპტიმიზაციაში. NLP-ტექნიკების დახმარებით ეს პროცესი ბევრად სწრაფი და ეფექტურია. კურსის ბოლოს  მსმენელებს ეცოდინებათ როგორ განსაზღვრონ მიზნები; შეძლებენ მკაფიოდ გამიჯნონ რეალური და არარეალური, მარტივად მისაღწევი ან რთული, დროის დიდ მონაკვეთზე გათვლილი ან მოკლევადიანი მიზნები; იმუშაონ საკუთარი მომავლის ფორმირებაზე; ისწავლიან, როგორ დაეხმარონ სხვებს პრიორიტეტების განსაზღვრაში; უკეთ გაერკვევიან საკუთარ თავში.