Skip links

უსტრესო პროდუქტიულობა

სოფიო მამესწარაშვილი

სოფიო მამესწარაშვის აქვს ტრენერობის ათზე მეტ წლიანი გამოცდილება და ატარებს ტრენინგებს სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის: ეფექტიანი მომსახურება, ზოგადი მენეჯმენტი, სტრესისა და კონფლიქტების მართვა, უსტრესო პროდუქტიულობა, ფსიქოლოგიის საფუძვლები, დროის მენეჯმენტი, ხარისხის მართვა, ეფექტიანი კომუნიკაცია, მომსახურების სტანდარტი. როგორც მენეჯერი, მის ფუნქცია-მოვალეობებში შედის ჯუცხოელ ექსპერტებთან კომუნიკაცია, მათ გამოცდილების გაზიარება ტრენინგების დაგეგმვის პროცესში, ტრენინგების თემატიკის განსაზღვრა, სატრენინგო მოდულების შემუშავება, ტრენინგების ჩატარება, განვიტარებაზე ორიენტირებული აქტივობების დაგეგმვა-განხორციელება. ის რეგულარულად ატარებს ფსიქოლოგიურ ტესტებს, ახდენს შედეგების ინტერპრეტირებას, პიროვნების ფსიქოლოგიური მახასიათებლების შესახებ პროფილების შედგენას. სოფიო არის მოწვეული ლექტორი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში, ევრორეგიონულ სასწავლო უნივერსიტეტში, საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში, იუსტიციის სასწავლო ცენტრში, სასწავლო ცენტრ „აითი-ნოლიჯში“, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში და ა.შ. მას გავლილი აქვს კვალიფიკაციის ასამაღლებელი არაერთი კურსი, ტრენინგი, მათ შორის სოციალური კვლევის მეთოდები, ოეპრატიული ინფორმაცია და საგამოძიებო პროცედურები, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების ტრენერთა გადამზადების კურსი, ლიდერობა და მართვა და სხვ. სოფიო მამესწარაშვილი არის საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის დოქტორანტი. მას გამოქვენებული აქვს არაერთი ნაშრომი/პუბლიკაცია, მონაწილეობა აქვს მიღებული სხვადასხვა საერთაშორისო სამეცნიერო კომფერენციაში, მათ შორის: „თანამედროვე სამეცნიერო აქტუალური საკითხები, „მოზარდები და მათში გავრცელებული ქცევითი დარღვევები“, არის ავტორი სახელმძღვანელოსი-„არასრულწლოვანთა დაკითხვა/გამოკითხვის ფსიქოლოგიური ასპექტები, Psycho-social risk-factors for Juvenile delinquency და ა.შ.

შინაარსი:
  • ტრენინგი ფოკუსირდება არაერთ მნიშვნელოვან მოდულზე, რომელიც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება შემდეგით: შესრულებული სამუშაოთი კმაყოფილების მიღება, დროის სწორი მართვა, სტრესის მაპროვოცირებელი ფაქტორების გამოვლენა და მათ ზემოქმედების მინიმუმამდე შემცირება; სტრესული სიტუაციების ეფექტიანი მართვა

ტრენინგი განკუთვნილია ყველა იმ პირისთვის, რომლებსაც სურთ, ეფექტურად იფუნქციონირონ ყველა სოციალურ როლში, ჰქონდეთ შესრულებული საქმით მიღებული კმაყოფილების მაღალი ხარისხი, სწორად მართონ დრო და მინიმუმამდე დაიყვანონ სტრესორები.

ტრენინგის გავლის შემდეგ მონაწილეებს ეცოდინებათ ყველა ის ფაქტორი, რომელიც მათ ეფექტიანობას ხელს უშლის სამსახურებრივ თუ პირად სივრცეში. შეძლებენ სტრესის მაპროვოცირებელი ფაქტორების დაიდენტიფიცირებას. 

მონაწილეებს ექნებათ, როგორც პრევენციული, ასევე კორექციული ინსტრუმენტების შესახებ ცოდნა, რაც პრაქტიკაში მნიშვნელოვნად დაეხმარებათ სტრესული სიტუაციების ეფექტიანად მართვაში.