ახალი რეგულაცია ერგონომიკა და უსაფრთხოება საწარმო გარემოში

კურსის მიზანი

  • მონაწილეთა ინფორმირება და პრაქტიკული უნარების გაღრმავება ერგონომიკის სფეროში, განათლებული გადაწყვეტილებების მიღებისა და თითოეული ინდივიდუალური/კოლექტიური დაცვის საშუალებების ეფექტური გამოყენებისთვის.
  • ინდუსტრიული უბედური შემთხვევებისა და რისკების შემცირება საშიში მოძრაობებისა და მოქმედებების იდენტიფიცირებით, და შესაბამისი პრევენციული მექანიზმების სწორი დანერგვით.
  • მსმენელებისთვის ისეთი ცოდნისა და უნარ-ჩვევების ჩამოყალიბების უზრუნველყოფა, რომელიც მათ დამოუკიდებლად მისცემს საშუალებას ჩააბარონ საერთაშორისო სერტიფიცირების ტესტი.

სამიზნე აუდიტორია

  • ინდუსტრიული/სამშენებლო საწარმოების თანამშრომლები;  უსაფრთხოების და ჯანმრთელობის სპეციალისტები;
  • მენეჯერები, ზედამხედველები;
  • ნებისმიერი პირი, რომელსაც უწევს ტექნიკურ/მანქანა-დანადგარებთან ურთიერთობა საწარმოო გარემოში.

კურსის ძირითადი მოდულები

1

ერგონომიკა და ფიზიკური რისკები (საშიში მოძრაობები):

  • სამუშაო პროცესში ხშირი მაპროვოცირებელი ფაქტორები;
  • მავნე პოზები და ფიზიკური დატვირთვა; საქართველოს მოქმედი რეგულაციები ერგონომიკის ნაწილში.

2

ადამიანური ფაქტორები და ორგანიზაციული რისკები (საშიში მოქმედებები):

  • არაუსაფრთხო ქცევა და აქტივობები - ადამიანური შეცდომების, არასათანადო პროცედურების შესრულების და რისკიანი ქცევის ანალიზი;
  • დაღლილობის მართვა - მუშაობის ხანგრძლივობის გავლენა უსაფრთხოებაზე, ზედმეტი დატვირთვა და მისი რისკები;
  • ორგანიზაციული კულტურის გავლენა უსაფრთხოებაზე.

3

დაცვისა და კონტროლის მექანიზმები:

  • მანქანა-დანადგარების დამცავი საშუალებები - დამცავი კონსტრუქციების, მოწყობილობებისა და ბარიერების ტიპები (მექანიკური და ელექტრო საშუალებები);
  • უსაფრთხოების მოწყობილობები - პრევენციული მონიტორინგის მეთოდები (სენსორები, გაჩერების ავტომატიზმი, გადაუდებელი გაჩერების ღილაკები);
  • რისკის კონტროლის იერარქიის პრაქტიკული გამოყენება.

4

რობოტული სისტემები და სამრეწველო ავტომატიზაციის უსაფრთხოება:

უსაფრთხოების სტანდარტები ავტომატიზირებულ სამუშაო სივრცეებში;
ადამიან-რობოტის ურთიერთქმედების ძირითადი რისკები და მათი პრევენციის მეთოდები.
5

პრაქტიკა და ანალიზი:

  • ინციდენტების ანალიზი:
  • რეალური უბედური შემთხვევების ანალიზი და ქეისებზე მუშაობა.
  • პრაქტიკული სავარჯიშო მოდულები ერგონომიული გადაწყვეტილებების მისაღებად.

რეგისტრაცია
ლაბორატორიის უსაფრთხოება და რისკების მართვა

ლაბორატორიის უსაფრთხოება და რისკების მართვა

სახანძრო უსაფრთხოება

სახანძრო უსაფრთხოება

რესტორნის თანამშრომელთა უსაფრთხოება და შრომის ჰიგიენა

რესტორნის თანამშრომელთა უსაფრთხოება და შრომის ჰიგიენა

სტომატოლოგიური უსაფრთხოება და ინფექციური კონტროლი

სტომატოლოგიური უსაფრთხოება და ინფექციური კონტროლი