Skip to main content

ტრენინგები & მასტერკლასები

სასწავლო პრიორიტეტული მიმართულებები პარტნიორებისთვის

აჭარის დასაქმების სააგენტო, ქვეპროგრამის „კვალიფიკაციის ამაღლება არაფორმალური განათლების გზით“ ფარგლებში, აცხადებს რეგისტრაციას პროფესიული უნარებისა და კომპეტენციების განვითარების ტრენინგებსა და მასტერკლასებზე.

პარტნიორ ორგანიზაციებში ჩატარებული საჭიროებების კვლევის საფუძველზე გამოიკვეთა პრიორიტეტული მიმართულებები, რომლებიც ხელს შეუწყობს დასაქმებულთა პროფესიული ცოდნის განახლებას, კვალიფიკაციის ამაღლებასა და საქმიანობაში ახალი მიდგომების დანერგვას. სწავლება განკუთვნილია პარტნიორი ორგანიზაციების საკვანძო თანამშრომლებისა და დარგობრივი სპეციალისტებისთვის.

ტრენინგსა თუ მასტერკლასში მონაწილეობის მისაღებად, განაცხადის წარდგენის შემდგომ, პარტნიორ ორგანიზაციისთვის სავალდებულოა რეგისტრაციის გავლა სააგენტოს ერთიან სისტემაში. შერჩეულ მიმართულებებზე მონაწილეთა რეგისტრაციის შემდეგ ტრენერები დარეგისტრირებულ კანდიდატებთან ჩაატარებენ წინასწარ ინტერვიუს, რომლის საფუძველზეც დაზუსტდება სასწავლო თემატიკა, პრაქტიკული მაგალითები და აქტივობები მათი პროფესიული საჭიროებებისა და სამუშაო სპეციფიკის შესაბამისად.
I am text block. Click edit button to change this text.

მონაწილეთა თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით, ერთი ორგანიზაციიდან თითოეულ ტრენინგში/მასტერკლასში დაშვებულია არაუმეტეს 3 (სამი) პირის რეგისტრაცია. იმ შემთხვევაში, თუ შერჩეულ სასწავლო მიმართულებაზე რეგისტრირებულ კანდიდატთა რაოდენობა აღემატება არსებულ ადგილებს, შემსყიდველი და მიმწოდებელი, ინტერვიუირებისას გამოვლენილი სამუშაო ფუნქციებისა და პროფესიული საჭიროებების კომპლექსური ანალიზის საფუძველზე, ერთობლივად განსაზღვრავენ თითოეული ორგანიზაციიდან დასაშვებ მონაწილეთა საბოლოო კვოტას. ჯგუფების ფორმირება მოხდება იმ კანდიდატთა პრიორიტეტული შერჩევით, რომელთათვისაც აღნიშნული სწავლება უშუალო სამუშაო აუცილებლობას წარმოადგენს, ხოლო დანარჩენი კანდიდატები გადანაწილდებიან სარეზერვო სიაში ან შესაბამის ალტერნატიულ მიმართულებებზე.

პროგრამით გათვალისწინებული მომსახურებით სარგებლობის უფლება აქვს კომპანიას, რომელიც ოპერირებს აჭარის ტერიტორიაზე და აღნიშნულ კომპანიაში დასაქმებულ პირებს

პროგრამაში ჩართვის მსურველი კომპანია, აუცილებელია:

  • რეგისტრირებული იყოს ან დარეგისტრირდეს აჭარის სააგენტოს მიერ ადმინისტრირებად შრომის ბაზრის მართვის ელექტრონულ სისტემაში
  • სრულყოფილად შეავსოს პროგრამაში ჩართვის განაცხადის ფორმა
  • უზრუნველყოს რეგისტრირებული, ტრენინგზე დასწრების მსურველი პირის ან პირთა მონაწილეობა ინტერვიუს პროცესში.

2025 წელს პროგრამის ფარგლებში სატრენინგო მომსახურებით ისარგებლებს 40 და მასტერკლასით 20 დასაქმებული პირი.

ორგანიზაციას აქვს შესაძლებლობა:

  • ტრენინგ მიმართულების შეაბამისად დაარეგისტრიროს არაუმეტეს 3 თანამშრომელი.
  • თითოეულ მასტერკლასში დაარეგისტრიროს არაუმეტეს 2 თანამშრომლი.

ქვეპროგრამის საბოლოო მოსარგებლეთა შერჩევა და ჯგუფების დაკომპლექტება განხორციელდება ქვეპროგრამაში ჩართვის მსურველი ორგანიზაციების მიერ მოწოდებული თანამშრომელთა სიის ანალიზის,  სავარაუდო მოსარგებლეთა ინტერვიურების შედეგებისა და ორგანიზაციის მონაცემების (ორგანიზაციაში დასაქმებულთა რაოდენობა, ქვეპროგრამაში ჩართვის მსურველ ორგანიზაციათა რაოდენობა) საფუძველზე.

ტრენინგები

პრაქტიკულ სწავლებაზე ორიენტირებული სასწავლო კურსები, რომლებიც აერთიანებს დისკუსიებს, სიმულაციურ სავარჯიშოებსა და ვორქშოპებს და მონაწილეებს ეხმარება თანამედროვე პროფესიული მიდგომებისა და ინსტრუმენტების პრაქტიკულ საქმიანობაში გამოყენებაში.

ტრენინგ-კურსის ხანგრძლივობა: კურსის თემატიკისა და მონაწილეთა საჭიროებების გათვალისწინებით შეიძლება განსხვავდებოდეს, თუმცა, როგორც წესი, შეადგენს 16–20 საათს და ტარდება 4–5 დღის განმავლობაში.

1. ხელოვნური ინტელექტი და სამუშაო პროცესების ტრანსფორმაცია

ვისთვისაა და რას შეძლებენ მონაწილეები:

კურსი განკუთვნილია მენეჯერებისთვის, ადმინისტრაციული და საოპერაციო მიმართულების თანამშრომლებისთვის, ასევე იმ სპეციალისტებისთვის, რომელთა საქმიანობაშიც არის განმეორებადი, დროის მომთხოვნი ან სტრუქტურირებადი სამუშაო პროცესები. მონაწილეები შეძლებენ AI ასისტენტებისა და აგენტების გამოყენებას, ავტომატიზაციისთვის შესაფერისი სამუშაო პროცესების იდენტიფიცირებას და NO-CODE ინსტრუმენტებით მარტივი ავტომატიზებული სამუშაო მოდელის შექმნას.

ძირითადი თემატიკა:

  • AI ასისტენტების, აგენტებისა და ავტომატიზებული workflow-ების განსხვავება და გამოყენების შემთხვევები;
  • ავტომატიზაციისთვის შესაფერისი სამუშაო პროცესების იდენტიფიცირება და ეტაპებად დაყოფა;
  • AI ასისტენტის შექმნა კონკრეტული სამუშაო ფუნქციისთვის;
  • NO-CODE ავტომატიზაციის ძირითადი ლოგიკა და workflow-ის აწყობა;
  • AI-ის ინტეგრირება მრავალსაფეხურიან სამუშაო პროცესში;
  • მონაცემებთან და მარტივ სამუშაო წყაროებთან ინტეგრაციის პრინციპები;
  • ადამიანის კონტროლის წერტილები, შეცდომების მართვა და ინფორმაციის უსაფრთხოება;
  • პრაქტიკული პროექტი – საკუთარი საქმიანობისთვის ერთი ავტომატიზებული სამუშაო პროცესის პროტოტიპის შექმნა.

ვისთვისაა და რას შეძლებენ მონაწილეები:

კურსი განკუთვნილია HR სპეციალისტებისთვის, რეკრუტერებისთვის, ადამიანური რესურსების მართვაზე პასუხისმგებელი პირებისა და მენეჯერებისთვის. მონაწილეები შეძლებენ AI ინსტრუმენტების გამოყენებას HR პროცესების გასამარტივებლად, ინფორმაციის დასამუშავებლად და თანამშრომელთა მართვასთან დაკავშირებული ამოცანების მხარდაჭერისთვის, ადამიანის საბოლოო გადაწყვეტილებისა და მონაცემთა დაცვის პრინციპების დაცვით.

ძირითადი თემატიკა:

  • AI-ის გამოყენების შესაძლებლობები HR პროცესებში;
  • ვაკანსიებისა და კანდიდატების შესახებ ინფორმაციის სტრუქტურირება და ანალიზის მხარდაჭერა;
  • რეკრუტირების პროცესის ცალკეული ეტაპების გამარტივება და ავტომატიზაცია;
  • onboarding-ისა და თანამშრომელთა შიდა კომუნიკაციის მხარდაჭერა AI ასისტენტებით;
  • თანამშრომელთა უკუკავშირის, შეფასებებისა და განვითარების საჭიროებების ინფორმაციის დამუშავება;
  • HR ანგარიშებისა და მენეჯერული შეჯამებების მომზადების მხარდაჭერა;
  • პერსონალური მონაცემები, მიკერძოების რისკები და ადამიანის საბოლოო გადაწყვეტილების მნიშვნელობა;
  • პრაქტიკული სამუშაო – ერთი HR პროცესის AI-ზე დაფუძნებული გაუმჯობესების მოდელის შექმნა (მაგ.: რეკრუტირება, ახალი თანამშრომლების ადაპტაციისა და შიდა კომუნიკაციის მხარდაჭერა AI ასისტენტებით, თანამშრომელთა უკუკავშირი ან განვითარების საჭიროებების ანალიზი).

2. მენეჯმენტი და ადამიანური რესურსების განვითარება

ვისთვისაა და რას შეძლებენ მონაწილეები:

კურსი განკუთვნილია HR სპეციალისტებისთვის, მენეჯერებისთვის, გუნდის ხელმძღვანელებისა და იმ თანამშრომლებისთვის, რომელთაც ყოველდღიურ საქმიანობაში უწევთ ადამიანებთან კომუნიკაცია, უკუკავშირის მიცემა, რთული საუბრის წარმართვა ან თანამშრომელთა მოტივაციასთან მუშაობა. მონაწილეები შეძლებენ კომუნიკაციის სტილის უკეთ გააზრებას, კითხვების, უკუკავშირისა და აქტიური მოსმენის ტექნიკების გამოყენებას და მენეჯერულ კომუნიკაციაში უფრო შედეგიანი მიდგომების დანერგვას.

ძირითადი თემატიკა:

  • NLP-ის ძირითადი პრინციპები პროფესიულ კომუნიკაციაში;
  • კომუნიკაციის სტილები და თანამოსაუბრის უკეთ გაგება;
  • აქტიური მოსმენა და მიზნობრივი კითხვების ტექნიკები;
  • უკუკავშირის ეფექტიანად მიცემა და მიღება;
  • მოტივაციისა და ჩართულობის მხარდამჭერი კომუნიკაცია;
  • რთული და კონფლიქტური საუბრის მართვის ტექნიკები;
  • მენეჯერულ კომუნიკაციაში დამარწმუნებელი და ეთიკური გავლენის გამოყენება;
  • პრაქტიკული სავარჯიშოები – რეალური სამუშაო სიტუაციების სიმულაცია.

ვისთვისაა და რას შეძლებენ მონაწილეები:

კურსი განკუთვნილია გუნდის ხელმძღვანელებისთვის, საშუალო და საოპერაციო რგოლის მენეჯერებისთვის. მონაწილეები შეძლებენ გუნდის მუშაობის უფრო ეფექტიანად ორგანიზებას, მკაფიო მოლოდინებისა და პრიორიტეტების განსაზღვრას, თანამშრომელთა მოტივაციის მხარდაჭერას, შედეგზე ორიენტირებული უკუკავშირის გამოყენებას და რთული მენეჯერული სიტუაციების მართვას.

ძირითადი თემატიკა:

  • თანამედროვე მენეჯერის როლი – ადამიანებისა და შედეგების მართვის ბალანსი;
  • მიზნების, პრიორიტეტებისა და მოლოდინების მკაფიო განსაზღვრა;
  • დელეგირება და პასუხისმგებლობის ეფექტიანი განაწილება;
  • თანამშრომელთა მოტივაციის ფაქტორები და ინდივიდუალური მიდგომები;
  • თანამშრომლის ძლიერი მხარეებისა და განვითარების საჭიროებების იდენტიფიცირება;
  • შედეგზე ორიენტირებული უკუკავშირი და Coaching-ის პრაქტიკული ტექნიკები;
  • რთული საუბრები, უთანხმოება და შესრულების პრობლემების მართვა;
  • გუნდის თანამშრომლობისა და ცვლილებებთან ადაპტაციის მხარდაჭერა;
  • პრაქტიკული ქეისები და მენეჯერული სიტუაციების სიმულაცია.

ვისთვისაა და რას შეძლებენ მონაწილეები:

კურსი განკუთვნილია მენეჯერებისთვის, ბიზნეს პროცესებზე პასუხისმგებელი პირებისთვის, ადმინისტრაციული და საოპერაციო მიმართულების თანამშრომლებისთვის. მონაწილეები შეძლებენ არსებული სამუშაო პროცესების ანალიზს, AI-ის გამოყენებისთვის შესაფერისი ეტაპების იდენტიფიცირებას და კონკრეტული პროცესის გაუმჯობესების პრაქტიკული მოდელის შემუშავებას.

ძირითადი თემატიკა:

  • ბიზნეს პროცესების ანალიზი და AI-ის გამოყენების შესაძლებლობების იდენტიფიცირება;
  • დროისა და რესურსის მომთხოვნი, განმეორებადი და არაეფექტიანი ეტაპების გამოვლენა;
  • AI-ის გამოყენება ინფორმაციის დამუშავების, სტრუქტურირებისა და სამუშაო გადაწყვეტილებების მხარდაჭერისთვის;
  • პროცესების გამარტივება და ოპტიმიზაციის სცენარების შემუშავება;
  • AI ინსტრუმენტების ინტეგრირება არსებულ სამუშაო პროცესებში;
  • ადამიანის ჩართულობისა და კონტროლის საჭირო წერტილების განსაზღვრა;
  • ეფექტიანობის შეფასება – დროის, რესურსისა და სამუშაო ხარისხის ჭრილში;
  • პრაქტიკული სამუშაო – საკუთარი ორგანიზაციის ერთი ბიზნეს პროცესის AI-ზე დაფუძნებული გაუმჯობესების მოდელის შექმნა (პროცესის ანალიზი, გაუმჯობესების შესაძლებლობების განსაზღვრა და ოპტიმიზაციის მოდელის დაგეგმვა).

განავითარეთ პროფესიული უნარები და აიმაღლეთ კვალიფიკაცია!

შეარჩიეთ თქვენთვის საინტერესო სასწავლო მიმართულება და გაიარეთ რეგისტრაცია.

მასტერკლასები

დარგის პრაქტიკოსებისა და მოწვეული ექსპერტების მონაწილეობით ჩატარებული ინტენსიური პრაქტიკული სესიები, რომლებიც ორიენტირებულია თანამედროვე პროფესიული ტექნიკების, უახლესი ტენდენციებისა და ინოვაციური მიდგომების დემონსტრირებასა და პრაქტიკულ გამოყენებაზე.

მასტერკლასის ხანგრძლივობა: ერთი დღე, დაახლოებით 5–6 საათი.

ქართული გასტრონომია

/ აჭარული სამზარეულოს ტრადიციული გემოები, თანამედროვე ტექნიკები და პლატინგი (კერძის გაფორმება/სერვირება)

ვისთვისაა:

მასტერკლასი განკუთვნილია მზარეულებისთვის, შეფ-მზარეულებისა და კვების ობიექტებში დასაქმებული პროფესიონალებისთვის, რომლებიც დაინტერესებული არიან ტრადიციული აჭარული სამზარეულოს თანამედროვე გასტრონომიულ ფორმატში წარმოჩენით.


საორიენტაციო თემები:

  • აჭარული სამზარეულოს დამახასიათებელი გემოებისა და ადგილობრივი პროდუქტების თანამედროვე გამოყენება;
  • ტრადიციული კერძის თანამედროვე ინტერპრეტაციის პრინციპები — ავთენტური გემოსა და იდენტობის შენარჩუნებით;
  • თანამედროვე კულინარიული ტექნიკების გამოყენება ტექსტურის, გემოსა და კერძის სტრუქტურის გასაუმჯობესებლად;
  • ტრადიციული ინგრედიენტების ახალი კომბინაციები და სეზონური მიდგომები;
  • თანამედროვე plating — კომპოზიცია, ფერი, ტექსტურა და კერძის ვიზუალური ბალანსი;
  • პრაქტიკული დემონსტრაცია — შერჩეული აჭარული კერძების თანამედროვე ინტერპრეტაციის მომზადება და გაფორმება.

ტრადიციული აჭარული დესერტები თანამედროვე ინტერპრეტაციით

/ საკონდიტრო ტექნიკები, ტექსტურა და დეკორი

ვისთვისაა:

მასტერკლასი განკუთვნილია კონდიტერებისთვის, მზარეულებისა და დესერტების მიმართულებით მომუშავე პროფესიონალებისთვის, რომლებიც დაინტერესებული არიან ტრადიციული აჭარული დესერტების თანამედროვე საკონდიტრო ფორმით წარმოჩენით.

საორიენტაციო თემები:

  • ტრადიციული აჭარული დესერტების დამახასიათებელი გემოებისა და ინგრედიენტების თანამედროვე ინტერპრეტაციის პრინციპები;
  • ავთენტური გემოს შენარჩუნება თანამედროვე საკონდიტრო ტექნიკების გამოყენებისას;
  • განსხვავებული ტექსტურების შექმნა და დაბალანსება — რბილი, კრემოვანი, ხრაშუნა და სხვა კომპონენტების კომბინაცია;
  • გემოს, ტექსტურის, ტემპერატურისა და ვიზუალური კომპოზიციის ბალანსი;
  • თანამედროვე დეკორისა და დესერტის საბოლოო გაფორმების ტექნიკები;
  • პრაქტიკული დემონსტრაცია — შერჩეული 2–3 ტრადიციული დესერტის თანამედროვე ინტერპრეტაციის შექმნა.

ბათუმი, ივ ჯავახიშვილის ქ# 70/72

(422) 24 – 78 – 83