ლაბორატორიის უსაფრთხოება და რისკების მართვა

კურსის მიზანი

  • მონაწილეთა ინფორმირება ლაბორატორიულ გარემოში არსებულ ქიმიურ, ბიოლოგიურ, რადიაციულ და ფიზიკურ რისკებზე და OSHA-სა და სხვა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი უსაფრთხოების პოლიტიკისა და პრაქტიკის გაცნობა/დანერგვა
  • ტრენინგის მონაწილეთათვის უსაფრთხოების ძირითადი პრინციპების, პრევენციული ღონისძიებების, პირადი/საერთო დაცვის საშუალებების ეფექტური გამოყენების უნარის ჩამოყალიბება, რაც ხელს უწყობს ლაბორატორიულ გარემოში პროფესიული დაავადებების, დაზიანებებისა და საფრთხეების პრევენციას.
  • მსმენელებისთვის ისეთი ცოდნისა და უნარ-ჩვევების ჩამოყალიბების უზრუნველყოფა, რომელიც მათ დამოუკიდებლად მისცემს საშუალებას ჩააბარონ საერთაშორისო სერტიფიცირების ტესტი.

სამიზნე აუდიტორია

  • ლაბორატორიის თანამშრომლები, ლაბორანტები და ტექნიკური პერსონალი;
  • ლაბორატორიის ხელმძღვანელები და ზედამხედველები; შრომის უსაფრთხოების სპეციალისტები;
  • პერსონალი, რომელიც მუშაობს რადიაციულ, ქიმიურ ან ბიოლოგიურ საშიშ მასალებთან

კურსის ძირითადი მოდულები

1

ლაბორატორიასთან დაკავშირებული OSHA სტანდარტები

OSHA Laboratory Standard (29 CFR 1910.1450)-ის მოთხოვნები, წესები, შესაბამისი საერთაშორისო სამართლებრივი საფუძვლები და მათი ადაპტაცია საქართველოს კანონმდებლობასთან.
2

საშიშროებების კომუნიკაცია

Hazard Communication Standard-ის ძირითადი მოთხოვნები; უსაფრთხოების მონაცემთა ფურცლების (SDS/MSDS) გამოყენება და ქიმიური ნივთიერებების ეტიკეტირება.
3

ბიოლოგიური დაცვა

სისხლით გადამდები პათოგენები; ინფექციის პრევენციის სტანდარტები და პრაქტიკული ალგორითმები.
4

პირადი დამცავი საშუალებები

PPE- ს შერჩევა, გამოყენება, მოვლა, კატეგორიები და ქართული რეგულაციები.
5

სპეციფიკური დაცვა

სასუნთქი ორგანოთა დაცვა (რესპირატორული დაცვის პრაქტიკა და პროცედურები); სმენის დაცვა (ხმაურის შეფასება და პრევენცია); ელექტრული უსაფრთხოება ლაბორატორიაში (ძირითადი შეფასება და პრევენცია).
6

ქიმიური ჰიგიენის მართვა

  • ქიმიური ჰიგიენის გეგმა ( სტრუქტურა, დანერგვა და ზედამხედველობა);
  • ქიმიური ჰიგიენის სპეციალისტის მოვალეობები და პასუხისმგებლობები (როლები, პასუხისმგებლობები, წვდომა და პროცედურები)

7

საფრთხეების იდენტიფიცირება და კონტროლი

ლაბორატორიული (ინციდენტების მართვა, შეფასება, რისკების შემცირება), ქიმიური (ძირითადი ქიმიური აგენტების კონტროლი), ბიოლოგიური (ბიოპრევენცია) და ფიზიკური (მექანიკური, ტემპერატურული) საფრთხეების კონტროლი და ინციდენტების მართვა.
რეგისტრაცია
რადიაციული უსაფრთხოება ჯანდაცვაში

რადიაციული უსაფრთხოება ჯანდაცვაში

სტომატოლოგიური უსაფრთხოება და ინფექციური კონტროლი

სტომატოლოგიური უსაფრთხოება და ინფექციური კონტროლი

რესტორნის თანამშრომელთა უსაფრთხოება და შრომის ჰიგიენა

რესტორნის თანამშრომელთა უსაფრთხოება და შრომის ჰიგიენა

სახანძრო უსაფრთხოება

სახანძრო უსაფრთხოება