რადიაციული უსაფრთხოება ჯანდაცვაში

კურსის მიზანი

  • სამედიცინო პერსონალისთვის, პაციენტებისთვის და ადმინისტრაციისთვის რადიაციული რისკების მართვის და პრევენციის მიმართულებით ცოდნის ამაღლება
  • მონაწილეებისთვის უნარების განმტკიცება და მოქმედების ალგორითმების სწავლება როგორც ყოველდღიურ, ისე საგანგებო/ავარიულ სიტუაციებში.

სამიზნე აუდიტორია

  • საავადმყოფოს/კლინიკის პერსონალი (ექიმები, რენტგენოლოგები, ლაბორანტები, ექთნები, ტექნიკური პერსონალი);
  • რადიოთერაპიის განყოფილების ხელმძღვანელები და ზედამხედველები;
  • შრომის უსაფრთხოების სპეციალისტები;
  • ის პირები, რომლებიც მუშაობენ ან გეგმავენ საქმიანობას იონიზირებულ რადიაციასთან სამედიცინო დაწესებულებებში.

კურსის ძირითადი მოდულები

1

რადიაციის საფუძვლები და რეგულაციები

რადიაციის როლი დიაგნოსტიკასა და მკურნალობაში; იონიზირებადი და არაიონიზირებადი რადიაციის განსაზღვრება, განსხვავებები და რისკები; საქართველოს მოქმედი რეგულაციები რადიაციული უსაფრთხოების შესახებ.
2

ექსპოზიციის კონტროლი და დოზიმეტრია

ALARA პრინციპი; რენტგენის/გამა ექსპოზიციის მართვა, დოზების კონტროლი, პროტოკოლები და დოზიმეტრია (დოზის გამოვლენა).
3

რადიაციული მონიტორინგი და დაბინძურების კონტროლი

  • რადიოაქტიური წყაროების იდენტიფიკაცია; რადიაციული გამოვლენა და მონიტორინგი;
  • შიდა და გარე დაბინძურების რისკების შეფასება;
  • დაბინძურების კონტროლისა და ლიმიტირების ეფექტური გზები.

4

რადიაციული დაზიანება და გრძელვადიანი შედეგები

  • რადიაციული ზემოქმედების ბიოლოგიური ეფექტები;
  • Acute Radiation Syndrome (ARS) - კლინიკური სიმპტომატიკა და პირველი დახმარების გეგმა;
  • კანის რადიაციული დაზიანება - დიაგნოსტიკა, პრევენცია და მართვის პროტოკოლი;
  • გრძელვადიანი (ქრონიკული) რისკების პროფილაქტიკა

5

საგანგებო სიტუაციების მართვა

რადიაციული ავარიების გეგმები (Emergency Response Plans), პროცედურები და დამცავი აღჭურვილობის გამოყენების ინსტრუქცია საგანგებო სიტუაციებში.
რეგისტრაცია
ლაბორატორიის უსაფრთხოება და რისკების მართვა

ლაბორატორიის უსაფრთხოება და რისკების მართვა

სახანძრო უსაფრთხოება

სახანძრო უსაფრთხოება

რესტორნის თანამშრომელთა უსაფრთხოება და შრომის ჰიგიენა

რესტორნის თანამშრომელთა უსაფრთხოება და შრომის ჰიგიენა

ხარაჩოების უსაფრთხო მონტაჟი და ინსპექტირება

ხარაჩოების უსაფრთხო მონტაჟი და ინსპექტირება