სამედიცინო უსაფრთხოება და პირველადი დახმარება

ეს ინტენსიური მასტერკლასი ფოკუსირებულია საერთაშორისო პრაქტიკაში არსებულ გადაუდებელ სამედიცინო ასპექტებზე, რაც მონაწილეებს საშუალებას აძლევს, მულაჟებისა და სიმულაციების მეშვეობით შეიძინონ პრაქტიკული დახმარების უნარები.

კურსი მოიცავს როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ მომზადებას. სწავლება ჩატარდება შესაბამისი მულაჟების გამოყენებით, რაც უზრუნველყოფს სწორი და დროული მოქმედების უნარების ჩამოყალიბებას.

მასტერკლასის მიზანი

  • მასტერკლასის მიზანია მონაწილეებს მიაწოდოს პრაქტიკული ცოდნა, რათა შეძლონ:
    • გადაუდებელი დახმარება: ექიმის მოსვლამდე პირველადი დახმარების აღმოჩენა დაზარალებულისთვის.
    • რეანიმაცია და პოზირება: გულ-ფილტვის რეანიმაციის დაწყება და უგონო მდგომარეობაში მყოფი პირის უსაფრთხო მდგომარეობაში გადაყვანა.
    • რისკის მართვა: დახმარების გაწევა სხვადასხვა ტოქსიური ნივთიერებებით მოწამვლის, დამწვრობის (ქიმიური, თერმული, ელექტრო) და მრავლობითი ტრავმების დროს.

სამიზნე აუდიტორია

  • მასტერკლასი განკუთვნილია ნებისმიერი პერსონალისთვის, რომელსაც სამუშაო გარემოში შესაძლოა დასჭირდეს გადაუდებელი დახმარების აღმოჩენა: შრომის უსაფრთხოების (OH&S) სპეციალისტები და ზედამხედველები; ინდუსტრიული დაწესებულებების, ქარხნებისა და საწარმოების თანამშრომლები; ნებისმიერი პირი, რომელიც პროფესიული გამოცდილებით უკავშირდება სამედიცინო უსაფრთხოების თემატიკას.

კურსის ძირითადი მოდულები

1

საბაზისო ასპექტები

პირველადი გადაუდებელი დახმარება და მოქალაქეების როლები ინციდენტის დროს.
2

გადაუდებელი პროცედურები

გულის წასვლისას და უგონო მდგომარეობაში მყოფი პირის გადაყვანა უსაფრთხო მდგომარეობაში. გულ-ფილტვის რეანიმაციის დაწყება დაშვებული მეთოდით.
3

მოწამვლა და დამწვრობა

დახმარება სხვადასხვა ტოქსიური ნივთიერებებით მოწამვლის, ქიმიური, თერმული და მაღალი ძაბვით გამოწვეული დამწვრობის დროს.
4

ტრავმების მართვა

მრავლობითი ტრავმების, სიმაღლიდან ვარდნის, მწერის/ცხოველის დაკბენის დროს დროული და სწორი მობილიზაცია.
5

ანალიზი

შემთხვევების განხილვა, ინციდენტის ანალიზი და გართულების მართვა.
ახალი რეგულაცია ერგონომიკა და უსაფრთხოება საწარმო გარემოში

ახალი რეგულაცია ერგონომიკა და უსაფრთხოება საწარმო გარემოში

სტომატოლოგიური უსაფრთხოება და ინფექციური კონტროლი

სტომატოლოგიური უსაფრთხოება და ინფექციური კონტროლი

რესტორნის თანამშრომელთა უსაფრთხოება და შრომის ჰიგიენა

რესტორნის თანამშრომელთა უსაფრთხოება და შრომის ჰიგიენა

ჩანგლიანი დამტვირთველის უსაფრთხო მართვა

ჩანგლიანი დამტვირთველის უსაფრთხო მართვა