მასტერკლასი გთავაზობთ ხანძრის პრევენციისა და ლიკვიდაციის პრაქტიკული უნარების გამომუშავებას ინოვაციური, მაღალრეალისტური სიმულაციის გამოყენებით.
კურსი, მოიცავს როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ მომზადებას. სწავლება ჩატარდება ინოვაციური VR ტექნოლოგიის ან სიმულატორის გამოყენებით, რაც მონაწილეებს შესაძლებლობას აძლევს, შეისწავლონ და ვირტუალურად განახორციელონ სხვადასხვა სამუშაოები ხანძრის შემთხვევაში.



