კომპანიების სასწავლო საჭიროებების იდენტიფიცირების კითხვარი
აჭარის დასაქმების სააგენტო პროგრამის „კვალიფიკაციის ამაღლება არაფორმალური განათლების გზით“ ფარგლებში გეგმავს პარტნიორ ორგანიზაციებში დასაქმებული პირებისთვის მოკლევადიანი ტრენინგებისა და სპეციალიზებული მასტერკლასების ორგანიზებას.
გამოკითხვის მიზანია ორგანიზაციების პროფესიული განვითარების საჭიროებების შეფასება და მოთხოვნადი სასწავლო მიმართულებების იდენტიფიცირება. მიღებული შედეგების საფუძველზე შეირჩევა პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პრიორიტეტული ტრენინგები და მასტერკლასები.
ტრენინგ-კურსის ხანგრძლივობა: კურსის თემატიკისა და მონაწილეთა საჭიროებების გათვალისწინებით შეიძლება განსხვავდებოდეს, თუმცა, როგორც წესი, შეადგენს 16–20 საათს და ტარდება 4–5 დღის განმავლობაში.
მასტერკლასის ხანგრძლივობა: ერთი დღე, დაახლოებით 5–6 საათი.
გთხოვთ, ქვემოთ წარმოდგენილი ჩამონათვალიდან შეარჩიოთ თქვენი ორგანიზაციისთვის არაუმეტეს 4 პრიორიტეტული ტრენინგი, საჭიროების სტატუსის მითითებით „მაღალი“ - ამ ეტაპზე განსაკუთრებით აქტუალურია;„საშუალო“ - მნიშვნელოვანია თანამშრომელთა პროფესიული განვითარებისთვის;„დამატებითი“ - საინტერესოა შესაძლებლობის არსებობის შემთხვევაში.
თითოეული შერჩეული მიმართულებისთვის მიუთითეთ თანამშრომელთა სავარაუდო რაოდენობა, რომელთა ჩართვასაც განიხილავთ.
ქართული გასტრონომია - აჭარული სამზარეულოს ტრადიციული გემოები, თანამედროვე ტექნიკები და პლატინგიტრადიციული აჭარული დესერტები თანამედროვე ინტერპრეტაციით - საკონდიტრო ტექნიკები, ტექსტურა და დეკორიქართული სასმელები თანამედროვე მიქსოლოგიაში - ადგილობრივი ინგრედიენტები და საავტორო კოქტეილებიპერსონალიზებული ვარცხნილობა - სახის გეომეტრია, სტილი და ინდივიდუალური იმიჯითანამედროვე ვიზაჟი - სახის არქიტექტურა, ფერი და პერსონალიზებული მაკიაჟი
გთხოვთ, შეარჩიოთ არაუმეტეს 2 პრიორიტეტული მასტერკლასი და თითოეულზე მიუთითოთ სავარაუდო მონაწილეთა რაოდენობა.
გთხოვთ გაითვალისწინოთ:
სასწავლო მიმართულებები განისაზღვრება პროგრამაში ჩართვის მსურველი ორგანიზაციების საჭიროებების შეფასების საფუძველზე, ხოლო თითოეული ტრენინგის კონკრეტული თემატიკა დაზუსტდება მონაწილეთა საქმიანობის სპეციფიკის, პროფესიული საჭიროებებისა და შესაბამის სფეროში არსებული თანამედროვე ტენდენციების გათვალისწინებით.
ორგანიზაციის მიერ მითითებული მონაწილეთა რაოდენობა გამოიყენება მოთხოვნისა და საჭიროების შესაფასებლად და არ ნიშნავს ყველა მითითებული პირის ავტომატურ ჩართვას პროგრამაში.
თანახმა ვარ, ქვეპროგრამის მიზნებისა და შედეგების პოპულარიზაციის მიზნით, სააგენტოს მიერ ორგანიზებულ მარკეტინგულ ღონისძიებებში გამოყენებულ იქნეს ჩვენი კომპანიის მონაცემები.
თანახმა ვარ, ქვეპროგრამის ორგანიზების მიზნით, დამუშავდეს კომპანიის პერსონალური მონაცემები (საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად).