ტრენინგები & მასტერკლასები
გამოხატეთ ინტერესი ახლავე! მიიღეთ უპირატესი ჩართვის შესაძლებლობა ჯგუფების დაკომპლექტებისას
სსიპ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დასაქმების სააგენტო, ქვეპროგრამის „კვალიფიკაციის ამაღლება არაფორმალური განათლების გზით“ ფარგლებში, ახორციელებს ტრენინგებსა და მასტერკლასებს, რომელთა მიზანია რეგიონში ოპერირებად კომპანიებში დასაქმებულთა პროფესიული უნარების ზრდითა და კვალიფიკაციის ამაღლებით, სამუშაოზე მდგრადობის უზრუნველყოფა საბაზრო მოთხოვნებისა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.
სასწავლო პროგრამა განკუთვნილია სააგენტოს პარტნიორ ორგანიზაციებში დასაქმებული პროფესიონალებისთვის, მენეჯერებისთვის და სპეციალისტებისთვის, რომელთაც ესაჭიროებათ უსაფრთხოების, ჰიგიენისა და ერგონომიკის მიმართულებებით ცოდნის გაღრმავება. სწავლების პროცესი მიზნად ისახავს შრომის უსაფრთხოების კულტურის ამაღლებას და ცნობიერების ზრდას, რაც აუცილებელია სამუშაო ადგილზე რისკების მინიმიზაციისთვის.
პროგრამის უპირატესობები
გახდი მოთხოვნადი კადრი!
აიმაღლე კვალიფიკაცია უფასოდ და დაეუფლე პრაქტიკულ უნარებს ინოვაციური მეთოდებით (VR, სიმულაციები).
პროგრამით გათვალისწინებული მომსახურებით სარგებლობის უფლება აქვს კომპანიას, რომელიც ოპერირებს აჭარის ტერიტორიაზე და აღნიშნულ კომპანიაში დასაქმებულ პირებს
პროგრამაში ჩართვის მსურველი კომპანია, აუცილებელია:
- რეგისტრირებული იყოს ან დარეგისტრირდეს აჭარის სააგენტოს მიერ ადმინისტრირებად შრომის ბაზრის მართვის ელექტრონულ სისტემაში
- სრულყოფილად შეავსოს პროგრამაში ჩართვის განაცხადის ფორმა
- უზრუნველყოს რეგისტრირებული, ტრენინგზე დასწრების მსურველი პირის ან პირთა მონაწილეობა ინტერვიუს პროცესში.
2025 წელს პროგრამის ფარგლებში სატრენინგო მომსახურებით ისარგებლებს 40 და მასტერკლასით 20 დასაქმებული პირი.
ორგანიზაციას აქვს შესაძლებლობა:
- ტრენინგ მიმართულების შეაბამისად დაარეგისტრიროს არაუმეტეს 3 თანამშრომელი.
- თითოეულ მასტერკლასში დაარეგისტრიროს არაუმეტეს 2 თანამშრომლი.
ქვეპროგრამის საბოლოო მოსარგებლეთა შერჩევა და ჯგუფების დაკომპლექტება განხორციელდება ქვეპროგრამაში ჩართვის მსურველი ორგანიზაციების მიერ მოწოდებული თანამშრომელთა სიის ანალიზის, სავარაუდო მოსარგებლეთა ინტერვიურების შედეგებისა და ორგანიზაციის მონაცემების (ორგანიზაციაში დასაქმებულთა რაოდენობა, ქვეპროგრამაში ჩართვის მსურველ ორგანიზაციათა რაოდენობა) საფუძველზე.
ტრენინგები
სასწავლო კურსები, შეესაბამება შრომის, ჯანმრთელობის უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის მიმართულებით საერთაშორისოდ მიღებულ პროფესიულ სტანდარტებს, სრულად არის ადაპტირებული საქართველოს მოქმედ კანონმდებლობასთან და ემსახურება პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებას და შრომის უსაფრთხოების კულტურის გაუმჯობესებას.
* ტრენინგის თემატიკა შესაძლოა დაკონკრეტდეს ან დაკორექტირდეს პროგრამის მოსარგებლეების საჭიროების, აქტუალური პრაქტიკისა და მისი (საერთაშორისო) სასწავლო პროგრამის/მეთოდოლოგიის სტანდარტების გათვალისწინებით.
- ლაბორატორიის უსაფრთხოება და რისკების მართვა
- რადიაციული უსაფრთხოება ჯანდაცვაში
- რესტორნის თანამშრომელთა უსაფრთხოება და შრომის ჰიგიენა
- სტომატოლოგიური უსაფრთხოება და ინფექციური კონტროლი
- ხარაჩოების უსაფრთხო მონტაჟი და ინსპექტირება
- ჩანგლიანი დამტვირთველის უსაფრთხო მართვა

რესტორნის თანამშრომელთა უსაფრთხოება და შრომის ჰიგიენა

ხარაჩოების უსაფრთხო მონტაჟი და ინსპექტირება

სტომატოლოგიური უსაფრთხოება და ინფექციური კონტროლი

რადიაციული უსაფრთხოება ჯანდაცვაში

ლაბორატორიის უსაფრთხოება და რისკების მართვა

ახალი რეგულაცია ერგონომიკა და უსაფრთხოება საწარმო გარემოში

ჩანგლიანი დამტვირთველის უსაფრთხო მართვა
მასტერკლასები
მასტერკლასი წარმოადგენს მოკლევადიან, ინტენსიურ საგანმანათლებლო პროგრამას, რომლის შინაარსი და მეთოდოლოგია შეესაბამება საერთაშორისო პრაქტიკას. პროგრამა ორიენტირებულია კონკრეტული აქტუალური თემის სიღრმისეულ განხილვაზე, რაც უზრუნველყოფს ახალი ცოდნის სწრაფად მიწოდებასა და პრაქტიკული უნარების გაუმჯობესებას ინოვაციური მეთოდების (VR ტექნოლოგია, მულაჟები და სიმულატორები) გამოყენებით.
- სახანძრო უსაფრთხოება
- სამედიცინო უსაფრთხოება და პირველადი დახმარება

სახანძრო უსაფრთხოება

სამედიცინო უსაფრთხოება და პირველადი დახმარება
ხშირად დასმული კითხვები
როგორ გავიარო რეგისტრაცია სააგენტოს შრომის ბაზრის მართვის ელექტრონულ სისტემაში?
პროგრამაში ჩართვის მსურველი კომპანიები უნდა იყვნენ დარეგისტრირებული ან დარეგისტრირდნენ სააგენტოს მიერ ადმინისტრირებად შრომის ბაზრის მართვის ელექტრონულ სისტემაში. რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია სააგენტოს მუნიციპალურ განყოფილებებში შემდეგ მისამართებზე :
- ბათუმი | ივანე ჯავახიშვილის ქუჩა №70/72
- ქობულეთი | დავით აღმაშენებელის ქუჩა №141
- ხელვაჩაური | დიდაჭარის ქუჩა №23
- ქედა | მერაბ კოსტავას ქუჩა №3
- შუახევი | თამარ მეფის ქუჩა №30.
- ხულო | თამარ მეფის ქუჩა №12
ან დაგვიკავშირდით ტელ.: (+995 422) 24 78 84
სად და როდის ჩატარდება ტრენინგები/მასტერკლასები?
ტრენინგები ჩატარდება ნოემბრიდან, დეკემბრის ჩათვლით ქალაქ ბათუმში
*შენიშვნა: ტრენინგების თარიღი დაზუსტდება განაცხადების საფუძველზე ტრენინგების/მასტერკლასების თემატური ჯგუფების დაკომპლექტების შემდგომ. დაზუსტებული თარიღის შესახებ მონაწილეებს ეცნობებათ ტრენინგების დაწყებამდე მინიმუმ 3 დღით ადრე, განაცხადის ფორმაში მითითებული ელექტრონული ფოსტის ან ტელეფონის საშუალებით.
რამდენ ხანს გაგრძელდება ტრენინგი/მასტერკლასი?
ტრენინგ-კურსის ხანგრძლივობა: კურსის თემატიკიდან გამომდინარე, ხანგრძლივობა შეიძლება იყოს ცვალებადი, მაგრამ შეადგენს მინიმუმ 12 საათს.
მასტერკლასის ხანგრძლივობა: 5 საათი
პროგრამაში ჩასართავად აუცილებელია დასაქმებულის სტატუსი?
ტრენინგებზე დასასწრებად აუცილებელია პირს ქონდეს დასაქმებულის სტატუსი ტრენინგ კურსის შესაბამისი მიმართულებით.
მასტერკლასზე დასწრება შეუძლია პირს რომელიც პროფესიული გამოცდილებით ან/და კვალიფიკაციით უკავშირდება მასტერკლასის თემატიკას (შერჩევისას უპირატესობა მიენიჭება დასაქმებულ პირებს.)
რა სახის სერტიფიკატები გაიცემა პროგრამის ფარგლებში?
ტრენინგის/მასტერკლასის წარმატებით დასრულების შემდეგ, მონაწილეებს გადაეცემათ ორი სახის დოკუმენტაცია, შედეგების მიხედვით:
- საერთაშორისო სერტიფიკატი: მსმენელები, რომლებიც წარმატებით გადალახავენ საბოლოო სასერტიფიკატო ზღვარს, მიიღებენ საერთაშორისოდ აღიარებულ სერტიფიკატს (ელექტრონული ან/და მატერიალური სახით, რომლის ნამდვილობა გადამოწმებადია (Verifiable) საერთაშორისო პროვაიდერის პლატფორმაზე).
- მომწოდებლის ორენოვანი სერტიფიკატი: გადაეცემათ ყველა მსმენელს. სერტიფიკატის ტიპი განისაზღვრება შიდა ტესტის შედეგებით („გაიარა კურსი“ – 70% და მეტი ქულის მიღების შემთხვევაში; „მოისმინა კურსი“ – 70%-ზე ნაკლები ქულის მიღების შემთხვევაში)
როგორია სასერტიფიკატო ტესტირების პროცედურა?
სასერტიფიკატო გამოცდა/ტესტირება ტარდება მხოლოდ ტრენინგ-კურსებისთვის (არ ეხება მასტერკლასებს) და შედგება ორი ეტაპისგან:
- ქართულენოვანი პრეტესტი: ტარდება ტრენინგის დასრულების შემდეგ, რათა შეფასდეს მსმენელების მზაობა საერთაშორისო მოთხოვნებისთვის.
- საერთაშორისო ტესტირება: პრეტესტის დადგენილი ბარიერის გადალახვის შემდეგ, მსმენელები გადიან დამატებით ტესტს სპეციალურ პლატფორმაზე საერთაშორისო პროვაიდერების არსებული პოლიტიკისა და ეთიკური წესების დაცვით
*მხარდაჭერა: ტესტირებისას უზრუნველყოფილია ქართულ ენაზე თარჯიმნის ან კომპეტენტური პირის მთარგმნელობითი მხარდაჭერა დადგენილი წესითა და პოლიტიკის შესაბამისად