სტომატოლოგიური უსაფრთხოება და ინფექციური კონტროლი

კურსის მიზანი

  • პროფესიული დაავადებების, რისკებისა და სამუშაო გარემოს საფრთხეების მინიმიზაცია სტომატოლოგიურ დაწესებულებებში ბიოლოგიური, ქიმიური, ფიზიკური და ადამიანური ფაქტორების გათვალისწინებით.
  • OSHA-ის, ISO-ს, CDC-ის და ადგილობრივი რეგულაციების შესაბამისი პრაქტიკული უნარების განვითარება; თანამედროვე ინფექციური კონტროლისა და პროფილაქტიკის სტრატეგიების, პერსონალური დაცვისა და ობიექტის უსაფრთხოების ძირითადი კომპეტენციების ჩამოყალიბება
  • ცოდნისა და უნარების ჩამოყალიბება, რაც მსმენელებს დამოუკიდებლად მისცემს საშუალებას, ჩააბარონ საერთაშორისო სერტიფიცირების ტესტირება.

სამიზნე აუდიტორია

  • სტომატოლოგიური კლინიკების ექიმები, ასისტენტები, ჰიგიენისტები;
  • სტომატოლოგიური ლაბორატორიის პერსონალი;
  • მენეჯერები და ადმინისტრაციული ჯგუფი;
  • ჯანმრთელობის, უსაფრთხოების და ინფექციური კონტროლის სპეციალისტები.

კურსის ძირითადი მოდულები

1

ინფექციური კონტროლის ძირითადი სტანდარტები

სისხლით გადამდები პათოგენები (OSHA/CDC სტანდარტების შესაბამისი პოლიტიკა); ინფექციის რისკი პროფესიული ზემოქმედების შემდეგ და ქცევის ალგორითმი ინციდენტისას; ხელის ჰიგიენის პროტოკოლი.
2

სტერილურობის მართვა

ინსტრუმენტების გაწმენდა სტერილიზაციამდე და სტერილიზაციის სტანდარტები; მათი მართვა ADA/ISO/CDC-სტანდარტების საფუძველზე.
3

სპეციფიკური ბიოლოგიური და ქიმიური რისკები

ლატექსის ალერგია; სისხლიანი ნარჩენების დეზინფექციის სტრატეგიები და ბიოლოგიური ნარჩენების მართვა.
4

ფიზიკური და სუნთქვითი საფრთხეები

სილიკოზი და სუნთქვითი რისკები (მტვრის აეროზოლები, სილიციუმის ზემოქმედება); ბერილიუმის რისკები (ლაბორატორიული სამუშაოები და პრევენციული ზომები).
5

რადიაციული უსაფრთხოება და PPE:

რადიაციული ზემოქმედების შემცირება დიაგნოსტიკური რენტგენოლოგიისას; პირადი დამცავი საშუალებების (PPE) შერჩევა, გამოყენება და მოვლა (ხელთათმანები, ქირურგიული ნიღბები, სათვალეები/ფარები).
რეგისტრაცია
სამედიცინო უსაფრთხოება და პირველადი დახმარება

სამედიცინო უსაფრთხოება და პირველადი დახმარება

ახალი რეგულაცია ერგონომიკა და უსაფრთხოება საწარმო გარემოში

ახალი რეგულაცია ერგონომიკა და უსაფრთხოება საწარმო გარემოში

ჩანგლიანი დამტვირთველის უსაფრთხო მართვა

ჩანგლიანი დამტვირთველის უსაფრთხო მართვა

სახანძრო უსაფრთხოება

სახანძრო უსაფრთხოება