სახანძრო უსაფრთხოება

მასტერკლასი გთავაზობთ ხანძრის პრევენციისა და ლიკვიდაციის პრაქტიკული უნარების გამომუშავებას ინოვაციური, მაღალრეალისტური სიმულაციის გამოყენებით.

კურსი, მოიცავს როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ მომზადებას.  სწავლება ჩატარდება ინოვაციური VR ტექნოლოგიის ან სიმულატორის გამოყენებით, რაც მონაწილეებს შესაძლებლობას აძლევს, შეისწავლონ და ვირტუალურად განახორციელონ სხვადასხვა სამუშაოები ხანძრის შემთხვევაში.

მასტერკლასის მიზანი

  • პრაქტიკული მოქმედება: ცეცხლმაქრების ტიპების შესწავლა და ცეცხლის ჩაქრობის პროცედურის ვირტუალური განხორციელება უშუალოდ მასტერკლასის მსვლელობისას.
  • სიტუაციური რისკი: ინოვაციური VR ტექნოლოგიის გამოყენებით ხანძრის დროს საშიშროების ფაქტორების და სიტუაციური რისკების ვირტუალურად აღქმა/შესწავლა.
  • სისტემური ცოდნა: ხანძარსაწინააღმდეგო სისტემების, პასიური უსაფრთხოების და რეპორტირების სტრატეგიების შესწავლა.

სამიზნე აუდიტორია

  • მასტერკლასი განკუთვნილია ნებისმიერი პერსონალისთვის, რომლის სამუშაო ადგილიც მოითხოვს ხანძრის უსაფრთხოების მაღალ ცნობიერებას, მათ შორის: შრომის უსაფრთხოების (OH&S) სპეციალისტები და მენეჯერები;
  • საწარმოო ობიექტების, საწყობების და ინდუსტრიული დაწესებულებების თანამშრომლები;
  • ნებისმიერი პირი, რომელიც პროფესიული გამოცდილებით უკავშირდება სახანძრო უსაფრთხოების თემატიკას.

კურსის ძირითადი მოდულები

1

საბაზისო ინფორმაცია

ინფორმაცია ხანძრის შესახებ, საშიშროების ფაქტორები, ცეცხლის გავრცელება და მისი წყაროები.
2

პრევენცია და სისტემები

ხანძრის კლასიფიკაცია, პასიური უსაფრთხოება ხანძრის დროს, ხანძარსაწინააღმდეგო სისტემები და ხანძარსაწინააღმდეგო გეგმა.
3

ტექნიკური მზადყოფნა

ცეცხლმაქრთა ტიპები და სახეობები, ცეცხლმაქრთა შემოწმება.
4

რეაგირება

ცეცხლის ჩაქრობის პროცედურა და განხორციელების გეგმა, რეპორტირება, საკონტროლო ცხრილები.
რადიაციული უსაფრთხოება ჯანდაცვაში

რადიაციული უსაფრთხოება ჯანდაცვაში

ჩანგლიანი დამტვირთველის უსაფრთხო მართვა

ჩანგლიანი დამტვირთველის უსაფრთხო მართვა

სამედიცინო უსაფრთხოება და პირველადი დახმარება

სამედიცინო უსაფრთხოება და პირველადი დახმარება

ლაბორატორიის უსაფრთხოება და რისკების მართვა

ლაბორატორიის უსაფრთხოება და რისკების მართვა