ხარაჩოების უსაფრთხო მონტაჟი და ინსპექტირება

კურსის მიზანი

  • მონაწილისთვის შეიქმნას კომპეტენცია ხარაჩოების/სადგომების სწორი და უსაფრთხო აწყობის, გამოყენების, დაშლის, ინსპექტირებისა და შენახვის მხრივ.
  • საერთაშორისო (OSHA/ISO/SANS) სტანდარტების შესაბამისი საუკეთესო პრაქტიკის სწავლება, რათა შემცირდეს უბედური შემთხვევები, დაცემისა და დაზიანებების რისკი.
  • ცოდნისა და უნარების ჩამოყალიბება, რაც მსმენელებს დამოუკიდებლად მისცემს საშუალებას, ჩააბარონ საერთაშორისო სერტიფიცირების ტესტირება.

სამიზნე აუდიტორია

  • სამშენებლო ინდუსტრიის, მწარმოებელი საწარმოების და ტექნიკური მომსახურების (შეკეთება, კაპიტალური რემონტი) სფეროს მუშები;
  • ხარაჩოების მონტაჟის სპეციალისტები, ტექნიკური პერსონალი;
  • მშენებლობის ზედამხედველები, კონტრაქტორები;
  • უსაფრთხოების სპეციალისტები

კურსის ძირითადი მოდულები

1

ხარაჩოს ძირითადი კომპონენტები

სტრუქტურის დეტალები, საყრდენები, პლატფორმები, დამაკავშირებელი ელემენტები, დამცავი ღობეები და უსაფრთხოების აქსესუარები.
2

უსაფრთხო მონტაჟი და გამოყენება

უსაფრთხო აწყობის პროცედურები, რომლებიც ითვალისწინებს სტაბილურობის, სიმტკიცისა და სანდოობის მოთხოვნებს.
3

გამოყენება და წვდომა:

სადგომზე ასვლა, ჩამოსვლა და გამოყენება; წვდომის საშუალებები (კიბეები, ლიფტები); დაცემა-შეჩერების სისტემების (Fall Protection) საბაზისო ცნებები.
4

ინსპექტირება

რეგულარული ვიზუალური და ტექნიკური ინსპექტირების მოთხოვნები, სტრუქტურული დეფექტებისა და საფრთხეების ამოცნობა.
5

დაშლა, მოვლა და შენახვა

უსაფრთხო დაშლის პროცედურები, სადგომის შემდგომი მოვლისა და სათანადო პირობებში შენახვის წესები.
6

ჩამოკიდებული სადგომები

ერთ ან ორ საკიდ წერტილზე დამაგრებული პლატფორმები, მჯდომარე სამუშაო პლატფორმა, მრავალფუნქციური დაკიდული პლატფორმები მრავალწერტილოვანი საკიდებით; სპეციალური ტიპის დაკიდული და მოძრავი ხარაჩოები.
რეგისტრაცია
სამედიცინო უსაფრთხოება და პირველადი დახმარება

სამედიცინო უსაფრთხოება და პირველადი დახმარება

ლაბორატორიის უსაფრთხოება და რისკების მართვა

ლაბორატორიის უსაფრთხოება და რისკების მართვა

ჩანგლიანი დამტვირთველის უსაფრთხო მართვა

ჩანგლიანი დამტვირთველის უსაფრთხო მართვა

რესტორნის თანამშრომელთა უსაფრთხოება და შრომის ჰიგიენა

რესტორნის თანამშრომელთა უსაფრთხოება და შრომის ჰიგიენა