რესტორნის თანამშრომელთა უსაფრთხოება და შრომის ჰიგიენა

კურსის მიზანი

  • მონაწილეთა ინფორმირება ყოველდღიურ სამუშაოზე არსებული ძირითადი რისკების შესახებ და საფრთხეებზე სწორი რეაგირების, პროფილაქტიკისა და დაცვის ეფექტური მეთოდების სწავლება.
  • OSHA-ს, საერთაშორისო და ადგილობრივი შრომის უსაფრთხოების სტანდარტების საუკეთესო პრაქტიკის გადმოცემა, რაც ხელს უწყობს უსაფრთხო და ჯანსაღი სამუშაო კულტურის ამაღლებას.
  • ცოდნისა და უნარების ჩამოყალიბება, რაც მსმენელებს დამოუკიდებლად მისცემს საშუალებას, ჩააბარონ საერთაშორისო სერტიფიცირების ტესტირება.

სამიზნე აუდიტორია

  • რესტორნების, კვების ობიექტების მიმტანები, მზარეულები, დამხმარე პერსონალი, ადმინისტრაცია და ზედამხედველები; შრომის უსაფრთხოების სპეციალისტები

კურსის ძირითადი მოდულები

1

სამუშაო გარემოს უსაფრთხოება

სამუშაო სივრცის, სამზარეულოსა და მომსახურების დანიშნულების ზონის ორგანიზება; სრიალისა და დაცემის პრევენცია (Slip, Trip, Fall - STF) და ევაკუაციის/გავლის ბილიკების უსაფრთხოება.
2

თერმული და მექანიკური რისკები

-დამწვრობები და ცხელი სითხეებითა თუ ორთქლით გამოწვეული ტრავმები (ცხელი ტაფები/ღუმელი); სამზარეულოს ბასრი იარაღებით მუშაობის წესები და ჭრილობების პრევენცია.
3

ქიმიური და ელექტრული უსაფრთხოება

საშიში ქიმიკატები (სარეცხი/საწმენდი საშუალებები); HazCom სტანდარტის საბაზისო ცნებები (მარკირება, შენახვა); ელექტრული საფრთხეები და ტექნიკის უსაფრთხო ექსპლუატაცია.
4

ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოება:

ხანძრის საფრთხეები სამზარეულოში (მაგ., ცხიმი); ავარიული სიტუაციებისთვის მზადყოფნა (Emergency Response); ცეცხლმაქრების ტიპების შერჩევა და გამოყენება; ევაკუაციის მარშრუტების გამართულობა და ხელმისაწვდომობა
5

საკვების უსაფრთხოება და ჰიგიენა (საბაზისო):

მოხარშვის უსაფრთხოება; საკვების თერმული კონტროლი; ჯვარედინი დაბინძურების (Cross Contamination) მინიმალური მოთხოვნები.
6

დასუფთავების უსაფრთხოება და პერსონალური დაცვის საშუალებები

დასუფთავების პროცესების უსაფრთხოება; პერსონალური დაცვის საშუალებების სწორი გამოყენება
7

სოციალური და ორგანიზაციული რისკები

სამუშაო ადგილზე ძალადობის პრევენცია და მართვა (Workplace Violence); კონფლიქტური სიტუაციების ეფექტური მართვა.
რეგისტრაცია
ჩანგლიანი დამტვირთველის უსაფრთხო მართვა

ჩანგლიანი დამტვირთველის უსაფრთხო მართვა

ლაბორატორიის უსაფრთხოება და რისკების მართვა

ლაბორატორიის უსაფრთხოება და რისკების მართვა

რადიაციული უსაფრთხოება ჯანდაცვაში

რადიაციული უსაფრთხოება ჯანდაცვაში

ხარაჩოების უსაფრთხო მონტაჟი და ინსპექტირება

ხარაჩოების უსაფრთხო მონტაჟი და ინსპექტირება